26 ოქტომბერს იქნება ახალი არჩევანი და დადგება ახალი შედეგი, – ასე ეხმაურება ,,ახალის” თავმჯდომარე ნიკა მელია ISSA-ის კვლევის შედეგებს.
,,ერთი თვის წინ დაანონსდა პარტიის დაფუძნება, ამბიციით რომ სიმართლითა და ღირსებით შესაძლებელია პოლიტიკური რეალობის შეცვლა;
მალე სულ უფრო მეტნი ვიქნებით, ვისაც არა მხოლოდ გვსურს,არამედ გვჯერა ცვლილების და შევცლით რუსულ ხელისუფლებას, პირველ რიგში ქართველ ხალთან ერთობით.
ეს პარტია შეიქმნა პოლიტიკური ჯებირის მონგრევის ამბიციით, რომელიც გვეღობება ევროპის გზაზე.
26 ოქტომბერს იქნება ახალი არჩევანი და დადგება ახალი შედეგი!
P.S. იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის დათვლის საბოლოო შედეგი ალოკაციით:
ქართული ოცნება – 37.4%
ენმ – 18.8%
ახალი – 13.8%
საქართველოსთვის – 5.2%
ლელო 4.7%”, – წერს მელია.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ,,მთავარი არხის” დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა “(ISSA) ჩაატარა.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 37.4%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 18.8%
ახალი – 13.8%
საქართველოსთვის -5.2%
ლელო საქართველოსთვის -4.7%
ლეიბორისტული პარტია – 2.7%
ევროპული საქართველო – 2.3%
კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო -2.2%
მოქალაქეები – 2.2%
ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა -2.1%
ხალხისთვის – 1.8%
გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა – 1.7%
გირჩი – 1.7%
სამართლიანობისთვის -0.7%
ხალხის ძალა – 0.6%
პატრიოტთა ალიანსი – 0.6%
ერი (ერთობა რაობა იმედი) – 0.5%
რესპუბლიკური პარტია – 0.4%
კანონი და სამართალი -0.3%
სხვა პარტია -0.3%