დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება შეწყალების ფორმის გადახედვასთან დაკავშირებით მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებული.სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების შესახებ კახა კალაძემ გადაცემა რეაქციაში ისაუბრა:
,,ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს ამას. ყველამ იცით ჩემი ოჯახის ტრაგედია და როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ გადაწყვეტილებების შინაარსი, ძალიან მძიმე იყო
რა თქმა უნდა, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება. ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებისას შენ შეგიძლია ადამიანს მისცე შესაძლებლობა გააბედნიერო. მისი [ზურაბიშვილის] განცხადება იმაზე, რომ ფორმა უნდა გადაიხედოს მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებულიც არის.”
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ამ ფონზე ნანობს თუ არა კალაძე, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მონაწილეობა მიიღო, რაზეც მერმა განაცხადა:
“ისეთი სიტუაცია იყო როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიდიოდა, მეორე ტურში გავიდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნელი და ჩვენ სალომე ზურაბიშვილს დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფრიდან ვიცოდით, რომ ის იყო დამოუკიდებელი. როდესაც მეორე მხარეს იყო ძალა, რომელიც თავისი განცხადებების შინაარსით, თავისი ყოველდღიურობით მიანიშნებდა იმაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ დესტაბილიზაცია. ვერაფერს ვერ იზამდნენ ისეთს, იმიტომ, რომ როდესაც გაქვს საზოგადოების მხარდაჭერა რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა მათ მცდელობა ექნებოდათ.”
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1685396701595332/?v=1685396701595332
შეგახსენებთ, საქართველოს პირველმა პირმა მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა, საიდანაც რამდენიმე მკვლელობაში მსჯავრდებული იყო.
შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ-პრეზიდენტი შეწყალებაზე
ამის გამო, ზურაბიშვილის მიმართ მწვავე განცხადებები გაკეთდა და პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
პრეზიდენტი: არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის
,,ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა"
მთავარმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.საქმეში ფიგურირებს როგორც შეწყალებული რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, ასევე სხვა პირები.
როგორ აკრიტიკებდა პატიმრების შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს [ვიდეო]
საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.