LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება – საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში: ბენ ჰოჯესი

141
ბენ-ჰოჯესი

ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ “პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ”.

“ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესების მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესები საქართველოში დიდ ფულს ჩადებენ, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ. ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს”, – განაცხადა ჰოჯესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები