LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სიამოვნებით შეხვდება – საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებას ეხმიანებიან

101

ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

ძიძიგურმა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერმინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გამოეჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ესაა ცალსახა,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას, ძიძიგურის თქმით, კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და მან არ იცის თუ „რა ვითარებაშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური აქტიურობის თემა“.

ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს. ქანთარია ვარაუდობს, რომ ეს ალბათ, ასეც იქნება.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს.

„ღარიბაშვილი როდესაც გადადგა თანამდებობიდან, მან თქვა – „მე ვრჩები ჯარისკაცად „ქართული ოცნების“. თუ საჭიროდ ჩათვლის, ყველამ შესაძლებელია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება,“ – განაცხადა ქანთარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები