Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან .. მე საქართველოში დაბადებული ებრაელი ვარ და ვიცი, რომ ღმერთი შეგვეწევა“ – რას ამბობს ისრაელში მცხოვრები კაკული გურიელაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან .. მე საქართველოში დაბადებული ებრაელი ვარ და ვიცი, რომ ღმერთი შეგვეწევა“ – რას ამბობს ისრაელში მცხოვრები კაკული გურიელაშვილი

1158
ფორტუნა - 2023-10-10T214142.884

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან,“ – ეს განცხადება მომღერალმა კაკული გურიელაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

გურიელაშვილი ოჯახთან ერთად ქალაქ აშკელონში იმყოფება, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი ეპიცენტრია.

გადაცემაში მომღერალი შვილთან ერთად ჩაერთო.

ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

მისი თქმით, დღეს ქალაქზე თავდასხმა დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა, საბედნიეროდ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.

„ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს, ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოში, მადლობა ჯარს, მთავრობას, რომ ერთად ვდგავართ, ჭირში და ლხინშიც ერთნი ვართ.

40-45 წუთი შეტევები იყო შეუჩერებლივ, რაკეტებს ისვრიდნენ, ტელევიზიებიდან ვიცით, რომ ყველა რაკეტა განეიტრალდა, მსხვერპლი არ არის, ღმერთს მადლობა, ახლა არავინ დაღუპულა, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს შეტევა და რა იქნება, კაცმა არ იცის“, – ამბობს გურიელაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„მე საქართველოში დაბადებული ებრაელი ვარ და ვიცი, რომ ღმერთი შეგვეწევა და ყველაფერი კარგად იქნება“ – ამბობს საუბრის ბოლოს გურიელაშვილი.

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები