ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი თავის განცხადებაში ადასტურებს, რომ ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება.
მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და ისრაელის საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.
ჰაგარი აღნიშნავს, რომ GPS შეფერხებები იქნება, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად მუშაობენ.
ისრაელში სირენები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირთვება თუ საფრენი აპარატები ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწევენ.
როგორც მედია წერს, პირველი ქვეყანა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე შეატყობინა ისრაელს აშშ იყო.