Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წყალბურთი: ისრაელი 12:1 დავამარცხეთ და ევროპას მივუახლოვდით – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბურთი: ისრაელი 12:1 დავამარცხეთ და ევროპას მივუახლოვდით

113

ბარსელონა წყალბურთში ევროპის ჩემპიონატს 14-28 ივლისს  უმასპინძლებს,  მანამდე კი კატალონიის დედაქალაქში წილისყრა გაიმართება, სადაც კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი ჯგუფებში გადანაწილდება. სწორედ იქ გახდება ცნობილი საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა. ალბათ,  მოვლენებს ოდნავ წინ ვასწრებთ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, ის  მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც გუშინ,  ისრაელის ნაკრებთან მივაღწიეთ.

ქართველმა წყალბურთელებმა პლეი-ოფის შეხვედრა გამართეს და ორრაუნდიანი ორთაბრძოლის პირველ დაპირისპირებაში ისრაელის ნაკრებს 12:1 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ქართველი წყალბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველ რვაწუთიან მონაკვეთში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 7:0 მოიგეს. მეორე ტაიმშიც დიდ უპირატესობას ვფლობდით – მეტოქემ ერთადერთი გოლი გაიტანა. საპასუხო შეხვედრა ისრაელში 3 მარტს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები