პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურის წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარდგენილი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება: ვიოლა ფონ ფრამონი