პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა, მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისია შეიქმნა, რომლის გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შემცირდება.
“მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარლამენტში ვიყავი, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს შეეხებოდა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ, თუმცა 36% პენსიონერებისთვის მაინც მაღალია. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით კომისია შევქმენით, ამ საკითხზე იმუშავეს და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული პროცენტი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.