უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუგებარია.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
“მართალი გითხრათ, გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე”, – განაცხადა დეპუტატმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, დაესახელებინა რამდენიმე ფაქტორი, წილოსანი პასუხობს:
“ბევრი არის და შეიძლება დრო არ გვეყოს”.
შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა “ამორალური პოზიცია”.
საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ყირგიზეთში უკრაინის ელჩიც გაიწვია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: