უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მოდელ რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში და მას სოლიდარობას უცხადებს.
ნინო წილოსანი იმედს გამოთქვამს, რომ მოძალადე მკაცრად დაისჯება.
„აი, ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მუდამ ვიბრძოლებთ და არ შევეგუებით.
ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება.
დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ფოტო, ბოლოს მივხვდი რომ თავად ამ ქალმა, სწორედ სხვა ქალების დასაცავად გადადგა ეს ნაბიჯი.
ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მას“. – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
აი ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მუდამ ვიბრძოლებთ და არ…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 25 აპრილი, 2023
შეგახსენებთ, 24 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
რენატა ბეგიაშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, თავდაპირველად ფეისბუკზევე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.
რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო