LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ჩვენი ღირსება დაიცვა – მადლიერების წერილები ვაჟა გაფრინდაშვილს

176
81292999-454533645487900-1657150433229012992-n-2019-12-28-09-41-52-069684

ვაჟა გაფრინდაშივილს გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოთავსდება ყუთი, სადაც სტუმრებს მადლიერების წერილების ჩაგდება შეეძლებათ. წერილები კი საახალწლოდ ექიმის ოჯახს გადაეცემა.

“მეგობრებო, ხვალინდელი თავისუფლების სიგნალის აქცია დიდი სიხარულით შეიცვალა – – 29 დეკემბერს, 19.00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის 7) დაგხვდებათ დიდი ყუთი – სადაც თქვენს მადლიერების წერილებს ჩააგდებთ კაცის მიმართ, ვინც ჩვენი ღირსება დაიცვა და საახალწლოდ ოჯახს გადავცემთ.

იგივე შეგიძლიათ ნებისმიერ ქალაქში გაიმეოროთ!

ვაჟა ექიმი თავისუფალია!

ხვალ #მადლიერებისწერილები”- წერს კეკელიძე

ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები