LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ველოსიპედით გასეირნება „ბრილიანტის ხიდზე“ და სხვა უნიკალური კადრები 240-მეტრიანი შუშის ხიდის გახსნის ღონისძიებიდან

975
aaaa

ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელელი ინვესტორები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წალკის კანიონზე არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. „მადლობა კომპანია „კასს ლენდს“, რომელმაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 250 სამუშაო ადგილი, ვულოცავ წალკას და მთელ ქვეყანას. ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავე დროს, ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარება. ეს უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ მოხდა შერწყმა ერთი მხრივ, დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორე მხრივ, ასეთ თანამედროვე მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი და ებრაული კომპანია. ასევე მინდა, აღვნიშნო, ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სერვისების განვითარებას. სწორედ ეს არის სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ღირებულებას, აღსანიშნავია, რომ „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება საქართველოს მოქალაქეებისთვის 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის – 49 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები