LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უნდა მივცეთ თუ არა ყველაფრის უფლება ბავშვს: „თუ ჩარჩო არ აქვს, ადამიანი შავ დღეში ვარდება, ეს ნევროზის წყარო შეიძლება იყოს…“

102
თამარ გაგოშიძე მთავარზე

ცნობილი ფსიქოლოგი, თამარ გაგოშიძე საუბრობს იმ ბავშვების შესახებ, რომელთაც თავისუფლად, ყველანაირი კომპლექსების გარეშე ზრდიან:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? როცა კარგი გოგო ან ბიჭი ხარ, კარგი მამა ხარ და კარგი დედა, ანუ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ შვილს, არ სჯი და ყველაფერს უსრულებ? სინამდვილეში ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის, პირველ რიგში, ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა და მისთვის თვითრეგულაციისა და თვითმართვის სწავლება, ჩვენ ვეხმარებით ბავშვს, მხარს ვუჭერთ, კია რ ვბრაზდებით, როცა ის ბრაზდება, კი არ ვცდილობთ, ჩავაქროთ პრობლემური ქცევა, გადავიტანოთ, მოვისყიდოთ… ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს სიბრაზე. უნდა ისწავლოს ამის დაძლევა, ეს მშობელმა უნდა გააკეთოს თავისთვის და მერე შვილისთვის. თუ ადამიანს ჩარჩო არ აქვს, შავ დღეში ვარდება, ნევროზის წყარო ეს შეიძლება იყოს… მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბავშვთან შეთანხმებით უნდა იყოს გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები