რუსეთში ძალიან იშვიათი წითური სელაპი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია LadBible-ს ვებ გვერდზე ვრცელდება.
ექსპერტების თქმით, სელაპს, რომელიც ოხოტის ზღვაში აღმოაჩინეს, ვარდისფერი ფარფლები და ცისფერი თვალები აქვს. ასევე, მთელი სხეული წითური ბეწვით აქვს დაფარული.
პატარა სელაპი უჩვეულო ვიზუალის გამო სხვა სელაპებმა გარიყეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი სელაპის დაბადების ალბათობა 100 000 შემთხვევიდან 1-ია.
რუსი ბიოლოგის, ვლადიმერ ბურკანოვის განცხადებით, უცნაურ სელაპს მეტსახელად ”მახინჯი იხვის ჭუკი” ჰქვია და მისი ვარაუდით, ცუდი მხედველობა აქვს და სავარაუდოდ ვერ გამრავლდება.
ასევე, აღსანიაშნავია, რომ იგი შავი ზღვის სოჭის დელფინარიუმში გადაიყვანეს, რათა სპეციალისტებმა კარგად მიხედონ.