ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში ტერაქტის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც, ის 26 წლის დია ჰამარშეჰიმია, რომელიც პოლიციამ ადგილზე მოკლა.
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს შავებში ჩაცმული დია ჰამარშეჰიმი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ქუჩაში ხალხს განზრახ უმიზნებდა და ისროდა.
Jerusalem Post წერს, რომ ერთ დაღუპული მანქანაში იპოვეს, ხოლო დანარჩენები ქუჩაში.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ისრაელი არაბული ტერორიზმის სასიკვდილო ტალღის წინაშე დგას“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში ტერაქტის დროს გარდაცვლილთაგან ორი უკრაინის მოქალაქეა.