ირანის დედაქალაქ, თეირანში მდებარე ციხეში ხანძარი გაჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძართან ერთად ციხეში სროლის ხმაც ისმოდა, თუმცა ამ დროისთვის მეტი დეტალი ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
გამოცემა წერს, რომ ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა.
როგორც ერთ-ერთი მოწმე ამბობს, ციხის შესასვლელთან პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
#BREAKING There are reports and videos of a fire at Tehran's notorious Evin Prison. The Police Special Units have been reportedly deployed, and prison sirens and gunshots are heard in the videos. pic.twitter.com/C3UayIokZF
— Iran International English (@IranIntl_En) October 15, 2022
შეგახსენებთ, რომ ირანში ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
როგორც ცნობილია, მაჰსა ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე ხანში ის გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ მაჰსას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და სამართალდამცავები მას დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამავე თემაზე:
„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ
თურქეთში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს