მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა საპროტესტო კამპანია დაიწყეს. ისინი “ქართული ოცნების” დეპუტატების ოფისებთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტას ტოვებენ.
როგორც “გაბედეს” წევრები ამბობენ, ეს ვერცხლი “გაყიდულებს” ეკუთვნით.
მათ 41 ვერცხლის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოფისთან დატოვება სცადეს, თუმცა ადგილზე უცხო პირები დახვდნენ, რომელიც ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევენ. “გაბედეს” აქტივისტებსა და მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულმა პირებმა აქტივისტებს გზა გადაუღობეს და მოთხოვეს ეთქვათ რას აპირებდნენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.