LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი “ნურ-ალემი” დაათვალიერა

54
უსათაურო დიზაინი (3)

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმი “ნურ-ალემი” დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მუზეუმს დელეგაციასთან ერთად ეწვია:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს’’ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, “კოსმოსური კვლევის გვირაბი”.

მუზეუმში წარმოდგენილი “მზის ბურთი” მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები