LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ ყველა რესურსს… ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და EU-ს წევრი“ – ნანა მალაშხია პრეზიდენტს

137
Untitled design (3)

„ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნანა მალაშხიამ, რომელიც 7-9 მარტის აქციების მონაწილეა.

სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ნანა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების გვერდში დგომისთვის და იმ განცხადებებისთვის, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის მიმართ აჟღერებს.

მინდა მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოსგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება კეთილდღეობა ჰქვია. მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში. გამოიყენებთ თქვენს ბერკეტებს და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები