LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები მექნება: ნიკა მელია

70
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვაშინგტონში სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

მისივე განცხადებით, ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოების ინტერესშია. მელიას განმარტებით, „ქართულ ოცნებაში თავადაც აცნობიერებენ, რომ ამ რეჟიმს გასაქანი არ მიეცემა“.

„ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და დამატებით სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მექნება შეხვედრები და ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოების ინტერესშია, მაგრამ არ მიდის ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით. მე მგონი, „ქართულ ოცნებაში“ თავადაც აცნობიერებენ, რომ ამ რეჟიმს გასაქანი არ მიეცემა და კმარა, ის რაც, 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა რეჟიმმა, ყოველგვარი დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები პრაქტიკულად ამოაშთო საძირკველიდან. ახლა უფრო მეტი შრომა გვიწევს, რომ საწყის ეტაპს დავუბრუნდეთ, დასანანია, რომ 2012 წლიდან ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა განვითარებულიყო და ის წარმატებები, რომელიც სახეზე იყო, უკან დაქაჩა ხელისუფლება და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ქვეყანას არათუ ცუდი ხელისუფლება ჰყავს რეჟიმის სახით, არამედ, საერთოდ არ ჰყავს“, – განაცხადა მელიამ.