“უნდა გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება, განსაკუთრებით ეს ეხება დაბალ რგოლს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, კონკურენციასაც კი ვერ უწევს კერძო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასებს.
“საკანონმდებლო დონეზე მიბმულია პენსიის ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის და ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ეს არის ჩვენი მიდგომა. ამის პარალელურად უნდა გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება, განსაკუთრებით ეს ეხება დაბალ რგოლს. ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ხელფასი ელემენტარულ კონკურესნციასაც კი ვერ უწევს კერძო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასებს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას რომ მოტივაცია მივცეთ მათ”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.