LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს მიაღწია, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა – ირაკლი ღარიბაშვილი

128
ირაკლი ღარიბაშვილი

„მიმდინარე წლის აპრილში, ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე.

„ჩვენმა მთავრობამ შეძლო, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს მიაღწია. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის, 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 000-ით გაიზარდა და 1 271 000 შეადგინა. უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30.0%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე – 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში, სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – ირაკლი ღარიბაშვილი