LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უხერხულია ჯარს დაამადლო, 160 დოლარად შეფასებული საათი” – რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე

1085
BeFunky-collage

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის განცხადებით, მან თა­ვად სთხო­ვა დი­ზა­ი­ნერ ზვი­ად ცი­კო­ლი­ას ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­ა­თი შე­ექ­მნა.  ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხზე განმარტება „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერში გააკეთა.

რო­გორც მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მად ით­ვლე­ბა და თუ რო­გორ და­ხარ­ჯავს თან­ხებს, ეს თა­ვად იცის.

„თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით, 250 000 ლარი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე, მაშინ არც კორონა იყო და არც პანდემია, ეპიდემია. ცნობილ ქართველ დიზაინერს, ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა „ფეისბუქპოსტი“, სხვათა შორის, ემოციური და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელობისთვის, ასე მოხდა შესყიდვა. მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც მე ვხარჯავ. მე ვიცი ძალიან კარგად, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია.

ზვიად ციკოლიას მიერ ქართველი ჯარისკაცებისთვის დამზადებული საათი: "ცხელ-ცხელი ფოტო"

ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა თავდაცვის მინისტრმა სთხოვა.

მოგეხსენებათ, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკაა იარაღის ჩუქება, რომელსაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრი აკეთებდა და გააკეთებენ მომავალშიც. ამ უზნეო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისიც მოვისმინე, მაგალითად, რატომ შეუკვეთა სააღდგომო სუფრაო. ძალიან მდარე, შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სა­ა­თის ფოტო. სა­ათს შავი ცი­ფერბლა­ტი და ხა­კის­ფე­რი სა­მა­ჯუ­რი აქვს, ცი­ფერბლატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა და ინ­გლი­სურ ენა­ზე აწე­რია – “სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები