LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ – უშინაარსო მოლაპარაკების დრო არ გვაქვს: პრემიერი ოპოზიციაზე

60
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ არ გვექნება დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას ეს არ სურდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს და მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ჩიხიდან გამოსვლას არ ცდილობს, სადაც პრემიერის სიტყვებით, ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა.

“მინდა აღვნიშნო, რომ მათ არც გამბედაობა და არც გონიერება არ ეყოთ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია. უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ორიენტირებული ვიყოთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს.

გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში იყო წარდგენილი, მმართველ გუნდს შემხვედრი  კომპრომისული, კონსტრუქციული პოზიცია ჰქონდა და ეს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები