„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველა უწყებაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს. აღნიშნული განცხადებით, უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელისუფლებო შტოში შიდა გადალაგების პროცესი მიმდინარეობს.
„ღარიბაშვილი ცდილობს, რომ მთლიანად თავისი კადრები ჰყავდეს ყველა უწყებაში წარმოდგენილი და ის კადრები, რომლებიც მას უსიტყვოდ დაემორჩილებიან და ვერავინ ვერ გაბედავს, რომ შეეპასუხოს მას. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა შიდა გადალაგების, სახელისუფლებო შტოში, რომ მაქსიმალურად გაიმყაროს პოზიციები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოზიციაზე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს