LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუღუში : მთავრობის ტერმინოლოგია უფრო კონსტრუქციული უნდა იყოს

85

მთავრობა და პრეზიდენტი უნდა ეცადონ, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა დაწიონ, ამის შესახებ „ფორტუნას“ ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა. მისი თქმით, კერძო მესაკუთრეებს შორის დავაში პოლიტიკური ელიტაც ჩაერთო, რამაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა გამოიწვია, ამიტომ, ახლა დროა, ყველა მხარე წავიდეს დათმობაზე იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს.

„იმედი მაქვს, პოლიტიკოსების ჩარევა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის, მთავრობის, იქნება მიმართული ამ ვითარების განმუხტვისკენ, რაც გულისხმობს არამხოლოდ სიტყვიერი ფორმატების შეცვლას, ლექსიკის შედარების დარბილებას, არამედ გულისხმობს გადაწყვეტილებების პროცესს, რომელშიც ფორმალურად ჩართული არ არის თითქოს არც პრეზიდენტის ინსტიტუტი არც მთავრობა, თუმცა ისინი მონაწილეობენ ზოგადად პროცესში,“ – ამბობს ტუღუში.

მისივე თქმით, ყველა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ პროცესი გადავიდეს უფრო დაბალ რეგისტრში, რადგან ნებისმიერი გართულება სიტუაციის კიდევ უფრო მეტ პრობლემას გააჩენს.

„მე ველოდები პროცესს და არა სიტყვებს.  ტერმინოლოგიაზე თუ ვსაუბრობთ, მეტ კონსტრუქციულობას მოველი,“ – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ქვეყანა არ არის პოლიტიკური რინგის ადგილი, რადგან ადამიანებს სჭირდებათ მშვიდი, ნორმალური გარემო საცხოვრებლად და ამისთვის საჭიროა, დათმობაზე ყველა მხარე წავიდეს.