LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უკრაინა დაეცემა – დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით და რუსეთი დადგება ჩვენს კართან: ლიეტუვის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს

136
fortuna.ge - 2022-03-01T161807.929

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროკავშირის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ როცა საქმე პუტინს ეხება, ევროპაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს დაცულად – ამის შესახებ ნაუსედამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე სიტყვებით:„ არც ერთი ქვეყანა ევროკავშირში, ევროპაში ვერ გრძნობს თავს დაცულად. დიახ, უკრაინა არის სამიზნე ნომერი პირველი, მაგრამ თუ ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას, თუ უკრაინა დაეცემა – დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი და რუსეთი დადგება ჩვენს კართან”

შეგახსენებთ, ორშაბათს, ლიეტუვამ ესტონეთთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, ლატვიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მოუწოდებდა ევროკავშირს დაუყოვნებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები ბლოკში მისი ოფიციალური მიღების შესახებ.

CNN-ის შეკითხვაზე ლიეტუვისგან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ, ნაუსედამ განაცხადა, რომ მართალია ევროკავშირში  გაწევრიანება რთული პროცედურაა, მით უფრო მაშინ როცა უკრაინა არ არის გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატი, თუმცა, დღეს, უკრაინის შეყვანა ევროკავშირში მათი „მორალური ვალდებულებაა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები