LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში“

112
ირაკლი კობახიძე

„არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა.

აღნიშნულით პრემიერი ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეცაა საუბარი.

კალაძე: „სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოსახლეობას მის მსგავსად მოექცეს“

„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით, 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარდა. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები.

საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც 2022 წელს იყო და რაც ვიხილეთ, მაგრამ იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს.

ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „როდესაც ევროპარლამენტის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების აღქმაზე უარყოფითად აისახება“.

„ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ იმ 85%-ან მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოებაში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, „დადგა დრო, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს“.

„ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

„ხშირად დახურულ შეხვედრებზე ჩვენ გვიფიქსირებენ ხოლმე ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს „მესიჯები“, რომელსაც ჩვენ ვისმენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ის „მესიჯები“, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენგან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ საზოგადოების აღქმაზე დადებითად აისახება “. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები