ირაკლი ღარიბაშვილი პირადად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელში და დაგველაპარაკოს შეშფოთებაზე რომელიც ჩვენ გვაქვს, ან მას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს.
გრეგოროვას განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემა არის საქართველოს გამო და არა რუსეთის, ან უკრაინაში მიმდინარე ომის.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტი სტატუსს ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არის პროევროპული და დემოკრატიული.
“საქართველო ამჟამად, არ ასრულებს ყველა რეფორმას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ესაა სასამართლო სისტემის რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, რომელზედაც კომისია საუბრობს. ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს.” – აცხადებს გრეგოროვა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” და საქართველოს მთავრობა მუდმივად ვერ მიიღებს მხოლოდ ევროკავშირისაგან ფულად სახსრებს და მხარდაჭერას და შემდგომ არაფერი გაიღოს თავად.
“ჩვენ გვჭირდება, რომ დავინახოთ რეფორმები.” – აცხადებს გრეგოროვა
თუ ქართულ ოცნებას სურს კანდიდატის სტატუსი, რუსეთის წინააღმდეგ ომი კი არ უნდა აწარმოოს, არამედ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ეს სისტემური რამაა, ევროპარლამენტში არსებობს უკვე რეზოლუცია, სადაც ნახსენებია ივანიშვილი, როგორც კონკრეტული პრობლემა. გულწრფელად გეუბნებით, დეოლიგარქიზაცია საერთოდ არაა მიმართული სააკაშვილისკენ, ის წლები არ ყოფილა საქართველოში, ახლა კი მომაკვდავი ციხეშია.
ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
[ფორმულას თარგმანი]