თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს.
კირბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, ეს რამდენიმე საათით სუნთქვის შესაძლებლობას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ბრძოლებს გაურბის.
“ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება და ეს პროცესი დღეს იწყება..
ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა,” – განაცხადა კირბიმ.