LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესტი, რომელიც დესტრუქციულმა ძალამ ჩვენს სამართალდამცავ სისტემას წარუდგინა, მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტირებას ემსახურება: ღარიბაშვილი

68
FORTUNA.GE- (4)

“მთავრობის დისკრედიტირებას, არეულობას და დესტაბლიზაციას არ დავუშვებდით, არ დავუშვებთ და არც მომავალში დავუშვებთ ასეთ მცდელობას, ყველა გამოწვევას გავცემთ საკადრის პასუხს”, – საქართველოს პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, დესტრუქციულმა ძალამ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა.

ამის შესახსებ ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

“კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის, კვირის წინ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა ამ დესტრუქციულმა ძალამ. ტესტი, რომელიც წარუდგინა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას, გათვლილია იმაზე, რომ მოხდეს დისკრედიტირება ჩვენი პოლიციის, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის, გმირის და  საამაყო პოლიციელების დემორალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა მთავრობის სრულ დისკრედიტირებას და რეალურად არეულობას და დესტაბლიზაციას. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებდით, არ დავუშვებთ და არც მომავალში დავუშვებთ ასეთ მცდელობას, ყველა გამოწვევას გავცემთ საკადრის პასუხს”. – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” ფორმატში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანობა და თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს გამბედაობა ეყოფა და დიალოგს დათანხმება, მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ახლა, საჭიროა ერთიანობა და საზოგადოების ინტერესების გარშემო გაერთიანება: ღარიბაშვილი ოპოზიციას მიმართავს