თელ-ავივის რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რეგიონის მოსახლეობა ტერორისტუილი დაჯგუფება „ჰამასის“ რაკეტებისგან თავის დაცვას ცდილობს.
„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. 8 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 5 წლის ბავშვი.
თელ-ავივში სირენები ჩაირთო, რაც მოქალაქეებს სარაკეტო დარტყმის შესახებ აფრთხილებს.