LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს.. ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში“ – საქართველოში ისრაელის ელჩი

142
fot (3)

„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ტერორისტების მიერ აყვანილი ტყვეების შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნიათ.

„ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც დაატყვევეს. ყველა მათგანი ბავშვი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანზე არ არსებობს ინფორმაცია. ადამიანები ონლაინ აქვეყნებენ სურათებს შვილების, ნათესავების და ეკითხებიან ადამიანებს, რაიმე ხომ არ იციან მათ შესახებ.

ტერორისტებს არაფერი აჩერებთ. ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ქალები და ბავშვები აჰყავდათ. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ. ციფრები საკმაოდ მძიმეა, ვიდეოები ძალიან ძნელი საყურებელია. ვისაც გული აქვს, ვერ დარჩება ინდიფერენტული იმის მიმართ, რაც ნახა“, – აღნიშნა საქართველოში ისრაელის ელჩმა.

მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოსთან კონტაქტზეა.

„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი

„ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა“

„როგორც კი იქნება ინფორმაცია, ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილები ღაზას სექტორში“, – განაცხადა ჰადას მეიცადიმ და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვთქვა იმ მაღალი დონის დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ საქართველოსგან. ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მახსოვს თქვენი შენიშვნა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდით დგას და საქართველოც ამ სამყაროს ნაწილია.

მაქვს მოლოდინი, რომ განაგრძობთ ჩვენს გვერდში დგომას, რადგან ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში, რომ უზრუნველვყოთ, რომ ასეთი არაადამიანური, ბრუტალური ტერორისტული აქტი აღარასოდეს განმეორდეს“, – განაცხადა ელჩმა.

ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს რაკეტები დაუშინეს, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.

„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი.

პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.