LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ ჩატარდება

128
გამოფენა

28 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართება.

ღონისძიებას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ტარდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის დაფინანსებით უმასპინძლებს.

კონფერენციის მონაწილეები იმ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო რეფორმებზე იმსჯელებენ, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებს, ასევე, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მნიშვნელობაზე ამ პროცესში.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი და საქართველოში UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი დაგლას უები.