LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

60
ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი.

წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ვიდეო-მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ვიდეომასალა კონტექსტიდან ამოვარდნილია და ნიკა მელიას მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა.