LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბს ეძებენ

172

“რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ. ტელეკომპანიის ცნობით, ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. მათივე ინფორმაცით, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა.

თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ არ აქვთ უფლება დაადასტურონ ან უარყონ აეროპორტის ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები