LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო 

186
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, ამ დროისთვის, აეროპორტმა 6 რეისის მიღება ვერ შეძლო:

„Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, ქუთაისში გაფრინდა.

Air Dilijans – ერევანი-თბილისის რეისი უკან, ერევანში დაბრუნდა.

უკან დაბრუნდა AZAL – ბაქო-თბილისის თვითმფრინავი, ასევე Qeshm Air, რომელიც თეირანიდან თბილისში მოფრინავდა უკან დაბრუნდა.

Turkish Airlines – რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა, ტრაბზონში გაფრინდა და ამინდის გაუმჯობესებას იქ დაელოდება. ასევე უკან დაბრუნდა აზიმუტი-მინვოდიც“, – განუცხადეს „ფორტუნას“ აეროპორტის პრესსამსახურში.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო არქივიდან: პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები