LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „მშობლები თვითონ ვართ მიჯაჭვულნი ეკრანს… მშობლებისა და ბავშვების საძინებლებში გაჯეტები და ტელევიზორები არ უნდა არსებობდეს…“

119
თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პლანშეტების მავნე ზემოქმედების შესახებ საუბრობს და ამბობს:

„ძალიან ხშირად მშობლები გვეკითხებიან ბავშვების კომპიუტერთან დაკავშირებულ ჩვევებზე. ეს შემთხვევითი არ არის, ძალიან ხშირად ბავშვები მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერს. ყველაზე ხშირად მშობლები გვეკითხებიან, როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვებს ან როგორ უნდა დავუწესოთ გარკვეული წესები გაჯეტებთან ურთიერთობისას. მშობლები არ აწესებენ დროს. ბავშვებს აქვთ სრულიად თავისუფალი გრაფიკი. მათ შეუძლიათ ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება და ეს არის მშობლებისთვის დროის გამოთავისუფლების კარგი საშუალება. მშობლები ხშირად იყენებენ კომპიუტერს იმისთვის, რომ ბავშვს საჭმელი აჭამონ, ძილის წინა პერიოდშიც ცდილობენ გაჯეტის გამოყენებას. ეს პრინციპში არის შეცდომა. ჩვენ მშობლები თვითონ ვართ მიჯაჭვულნი ეკრანს და ეს ბალანსი არ არის დაცული… ეს წესები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ შვილებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც… მშობლებისა და ბავშვების საძინებლებში გაჯეტები და ტელევიზორი არ უნდა არსებობდეს…“

„გავრცელებული აზრია, რომ კომპიუტერი ავითარებს ბავშვს, შვიდი წლისას ავითარებს, მაგრამ ორი წლისას – არა“- თამარ გაგოშიძე

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან“- თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე: „ჩვენ 90-იანი წლებიდან გამოსულები არ ვართ და ამას ემატება ახალი, ასევე სტრესული გამოცდილებები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები