LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალურად დაუცველ 223 000 ბავშვს თვეში ვაძლევთ 200 ლარს… დაახლოებით 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ დიაბეტის მქონე ბავშვებს“ – ღარიბაშვილი

121
ირაკლი ღარიბაშვილი

სოციალურად დაუცველ 223 000 ბავშვს თვეში ვაძლევთ 200 ლარს, რისთვისაც წელს 465 მლნ ლარი გამოვყავით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამის შესახებაც ისაუბრა. მისივე თქმით, ახლო მომავალში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციაც დაიწყება.

„მე მინდა შევახსენო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩართული არიან ამ კამპანიაში. 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის არ აძლევდნენ, არც ბავშვებს და არც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს დაფინანსებას. 0 ლარი იყო, 1-ელი ივლისიდან იქნება 200 ლარი. დღეს არის 150 ლარი თითო ბავშვზე დახმარება. ჩვენ ძალიან მარტივად გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ 3 მილიონზე მეტი ბენეფიციარის. ჩვენს 3 მლნ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა. რა ხდებოდა 2012 წლამდე – ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 145 მლნ ლარი თუ არ ვცდები, ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად. ჩვენ 7 მილიარდი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში. თქვენ გახსოვთ, რომ არათუ აქონდროლპაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება, საერთოდ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად უწევდათ ბინების გაყიდვა, ავტომობილების გაყიდვა და ა.შ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებას და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური/ფატალური შედეგით მთავრდებოდა. აი, ეს მდგომარეობა იყო. ეს ადამიანები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს თურმე ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის მქონე დაავადების ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა და სიყალბეა.

პრემიერი: ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.. ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში

ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ, ასევე, შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება. ასევე იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, რაც უკავშირდება ბავშვებს და ჩვენს შვილებს, ბაღების მშენებლობა იქნება ეს, 885 ბაღების მშენებლობა დავიწყეთ, რეაბილიტაცია. 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია არის დაწყებული, აქტიურ ბაზაში არის. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პირობები, შევუქმნათ ჩვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა გავაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ ამას სჭირდება დრო და ნაკლები ემოციები. მე მესმის ყველა ადამიანის და მათ შორის მათი, რომელთა შვილებიც არიან ამ მძიმე დიაგნოზით, მაგრამ ჩვენ მათ გვერდში ვიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა ძალიან მალე. თანხაზე არ არის საუბარი და ძალიან გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს და მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რომ თანხაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ამ ადამიანებს. როცა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები არ აკეთებენ, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ის. 200 ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი“, – განაცხადა პრემიერმა.

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა