ისრაელელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მათი მიმართულებით სირიიდან 3 რაკეტა გაუშვეს, რომლის განეიტრალება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა შეძლეს.
ოფიციალური ცნობები, თუ ვინ დგას სარაკეტო იერიშის უკან, ჯერ არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით კი ცნობილია, რომ ისრაელის მიმართულებით სირიამ რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც ლიბანის ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი წევრი ისრაელის მიერ საზღვარზე გახსნილი ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა.