“სირცხვილია” – ასე პასუხობს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.
“სირცხვილია. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რათა ქართველები გამკლავებოდნენ ამ სასტიკ აგრესიას.
იმ მძიმე პერიოდის დროსაც და მერეც, ყოველდღიურად ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელს რეგიონში”.- წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარალელი გაავლო პავილიონისსა და პოზნერს შორის.
როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, თუ ოპოზიცია მზადაა, შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, შემოუშვან თუ არა საქართველოში ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული.