LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკდილით დასჯის პირველი შემთხვევა ირანში – დღეს ანტისამთავრობო აქციის მონაწილე ჩამოახრჩვეს

147
მოჰსენ შეკარი

სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა ირანში – BBC-ის ცნობით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილე მოჰსენ შეკარი დღეს, 8 დეკემბერს მას შემდეგ ჩამოახრჩვეს, რაც ირანის სასამართლომ  „ღმერთის წინააღმდეგ მტრობაში“ დამნაშავედ ცნო.

დემონსტრანტს ბრალი „მეამბოხეობაში“ დასდეს, მანდ 25 სექტემბერს თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და სამხედრო დაჯგუფება „ბასიჯის“ წევრი დანით დაჭრა. როგორც მოჰსენ შეკარმა თავად განაცხადა, ის „საჩვენებელი სასამართლო პროცესის გარეშე“ გაასამართლეს.

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პროტესტის დროს, სულ მცირე, 475 ადამიანი მოკლეს, 18 240-ზე მეტი კი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 61 სამართალდამცავი. ირანის სასამართლო სისტემა აცხადებს, რომ პროტესტთან დაკავშირებულ 11 პირს სიკვდილი აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორ თვეზე მერია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის უფლებადამცველი გოგოს მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა – საერთო ჯამში, დემონსტრაციებს 426 ადამიანი ემსხვერპლა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები