“პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, შური, დაპირისპირება, უნდობლობა, ამის დათესვა არის პოლარიზაციის მხარეს და დემოკრატიას ეს ხელს არ უწყობს ნამდვილად”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა. კახაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, სადაც ის დემოკრატიასა და პოლარიზაციას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე საუბრობდა, სრულად ეთანხმება.
უმუშევრობა, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკლესიის შელახვის მცდელობები - პრეზიდენტის წლიური მოხსენების მთავარი მესიჯები
"გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები".
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო ორგანოში, ყოველწლიურ მოხსენებაზე, საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა მოხსენების დროს აღნიშნა, რომ პოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საქართველოს გაერთიანების, დეოკუპაციის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.
დღევანდელ სესიას არ დაესწრო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან.