LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკირებული ვარ – ეს არის სამშობლოს ღალატი! – ვაშაძე ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე

397
ვაშაძე და ღარიბაშვილი

„შოკირებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰყოლოდა პირველი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე იტყოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა ვთქვათ – ეს არის სამშობლოს ღალატი!“ – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ბიჭვინთის ანექსიაზე გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. ამასთან, უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ნათელია, რატომ არ აკეთებს განცხადებას საგარეო უწყებაც.

„დავარქვათ თავის სახელი, მოღალატე ქვეყნის პრემიერი არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი პასუხი მის ამ განცხადებაზე, რომელიც შოკის მომგვრელია.

პირველი საჯარო განცხადება ამ საკითხზე გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი ოფიციალური პირი არ აკეთებდა განცხადებას ჩვენი ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით.

დღესავით ნათელია – როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც პრემიერი ჰყავს მოღალატე, რაიმე განცხადება გააკეთოს. შოკში ვარ უბრალოდ, როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ღამე დაიძინონ და ასე ინდიფერენტულად უყურონ იმას, რაც ხდება.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას სოხუმში გააპროტესტებენ: „მოდით, ერთად გამოვუცხადოთ უნდობლობა ხელისუფლებას”

ამავე თემაზე:

ქადაგიშვილი: კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს

ზურაბიშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

დღემდე საქართველოს ხელისუფლებას განცხადებაც კი არ გაუკეთებია – ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები