LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია: ღარიბაშვილი

98
1

“ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს და განაცხადა, რომ გალისა და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია შეიქმნება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში:

“სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას – ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.” – თქვა პრემიერმა.

 

საკითხები, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა:

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას: ღარიბაშვილი

ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად – პრემიერი ზაზა გახელაძესა და ბებუაზე

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მცირე ზომის ციხეების შექმნაა, არასრულწლოვანი პატიმრები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან: პრემიერი