LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს კიდევ უფრო მეტად დააკლებენ… მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები” – ღარიბაშვილი ბიზნესს აფრთხილებს

138
ღარიბაშვილი ბენზინი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საწვავზე ფასების კლება გაგრძელდება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეხვედრა ნავთობის იმპორტიორებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მივიღეთ მათგან პირობა, რომ ფასები კლებას დაიწყებდა. ფასებმა კლება დაიწყო, და შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს კიდევ უფრო მეტად დააკლებენ. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება. ეს ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფასები არის შემცირებული ნავთობზე, რომელიც იმპორტიორებს შემოაქვთ. მათი არგუმენტები მოვისმინეთ და საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ არაგონივრული მარჟებით გაგრძელდება მუშაობა, მთავრობა რეგულაციებს აამოქმედებს.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და გავითვალისწინებთ არგუმენტებს, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია „დავკეტოთ“ ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგოკრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა, ე.წ. დაკეტვით, ანუ განსაზღვრეს ზედა ჭერი. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, კიდევ გაგრძელდება თვის ბოლომდე ფასების კლება საწვავზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები