LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია – ცურვა აკრძალულია

586
შტორმიი

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმია და ამ დროისთვის ზღვაში ცურვა აკრძალულია – ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს. სულ 45 შეტყობინება შევიდა, გამოძახებების უმრავლესობა კი შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

„ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.