LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია: ირაკლი ღარიბაშვილი

65
Capture1212

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია.

როგორც პრემიერი ტვიტერზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა.

“სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების – ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.