LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

564
01111

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის  მიზნით პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან – საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.

ოპტიმო მენეჯერული აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელიც მაღაზიებისა და კვების ობიექტების სამართავად შეიქმნა. მოქნილი ფუნქციონალით ის ამარტივებს  გაყიდვებისა და მარაგების მენეჯმენტს. ოპტიმოს დახმარებით ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის მართვა და კონტროლი.

ოპტიმოს მომხმარებელი სარგებლობს პერსონალური მხარდაჭერით და საქართველოს მასშტაბით დღეისთვის უკვე 2500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.

„სელფის მიზანია საკუთარი კორპორაციული კლიენტების ბიზნეს პარტნიორი გახდეს და მათ, ბიზნესის მხარდასაჭერად, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და პლატფორმები შესთავაზოს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების სიის სათავეში ისეთი ორგანიზაცია მოექცა, როგორიცაა ოპტიმო – მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებით და, რაც მთავარია, ადგილობრივი, რაც იმას ნიშნავს რომ საუკეთესოდაა მორგებული ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს, ისევე როგორც საუკეთესოდ ეხმიანება სელფის, როგორც ქართული მობილური ოპერატორის მისწრაფებებს. სელფის კორპორაციული კლიენტები ეტაპობრივად მიიღებენ წვდომას სულ უფრო ახალ გადაწყვეტებზე და შედეგად სელფის ციფრული ეკოსისტემა მათთვის კიდევ უფრო მომგებიანი გახდება“, – განაცხადა სელფის ბიზნესოპერაციების დირექტორმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სელფის ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში: Facebook; Instagram; YouTube; LinkedIn.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები